დანაშაულის სტატისტიკა

01 აპრილი 2017, 00:00 2294 ნახვა

გასულ  წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, გარკვეული კი შემცირდა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2016  წელს 2015- თან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა, ხოლო  393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. ასევე გასულ წელს გაზრდილია  ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების შემთხვევები. 2016 წელს კიბერდანაშაულის 500 ფაქტი დადასტურდა. რაც შეეხება დანაშაულთა იმ კატეგორიას, სადაც მაჩვენებელი შემცირებულია, ესენია: ყაჩაღობა, ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება,  ხულიგნობა  და მკვლელობის მცდელობა.  

ამავე კატეგორიაში