აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პრესკონფერენცია

24 ივნისი 2024, 14:01 372 ნახვა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

გამახარიას თქმით, გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსი გიდები ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგალურად შეძლებენ მუშაობას, მოსახლეობის, განსაკუთრებით  კი ადგილობრივი გიდების პროტესტი გამოიწვია. მისი განცხადებით, რუსებს, რომლებიც აფხაზეთს თავიანთ ტერიტორიად  მიიჩნევენ,  უნდათ, რომ რუს ტურისტებს მათივე გიდები მოემსახურონ და არა აფხაზები, რადგან როგორც ისინი ამბობენ, არა ერთხელ ჰქონია ქურდობას და ტურისტების ძარცვას ადგილი.  

გამახარიას თქმით,  აფხაზების ერთადერთი შემოსავალი არის ტურიზმი და თუ ესეც წაართვეს, მაშინ ათასობით ოჯახს ძალიან მძიმე პრობლემა შეექმნება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში