სახალხო დამცველის ანგარიში 

25 ივნისი 2024, 14:19 365 ნახვა

ბორდერიზაცია, ჟურნალისტთა შეცვლილი აკრედიტაციის წესი პარლამენტში, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა, ეს და სხვა საკითხები იყო სახალხო დამცველის ანგარიშში ჩაშლილად აქცენტირებული. ლევან იოსელიანის განმარტებით, გასულ წელს გამოიკვეთა ტენდენციები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სადაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო, დროულ რეაგირებას საჭიროებდა და ახლაც საჭიროებს.ასევე საუბარია 2023 წლის საპროტესტო აქციებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "გასულ წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა  კიდევ უფრო გართულებული იყო".

ასევე ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევა.

ანგარიშისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ 2023 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შევიდა 4 ათას 849 განცხადება, რაზეც სახალხო დამცველის მტკიცებით, სათანადო რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე კი 17 ათასამდე ზარია დაფიქსირებული. გაცემულია შესაბამისი უწყებების მისამართით რეკომენდაციები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში