ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებზე

01 აპრილი 2017, 00:00 2710 ნახვა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ მან თოქ-შოუ ფაქტორში სტუმრობისას გააკეთა. ურუშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ახალი მოდელი მალე ამოქმედდება, საზოგადოებისთვის გაურკვეველია ვინ, როდის და როგორ შეძლებს მასში ჩართვას. ამასთან, ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ განხორციელდება სერვისების, მათ შორის უფასო მედიკამენტების კომპონენტის რეალიზება. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები საეტაპოა და პროგრამი დახვეწა მომავალშიც გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში