ხანძარი ქობულეთში

27 ივნისი 2024, 09:09 1055 ნახვა

ხანძარი იყო გვიან ღამით ქობულეთში, სადაც სოფელ ბობოყვათში მსხალაძეების ორსართულიანი  სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი  ორივე სართულზე გავრცელდა და ოჯახმა შენობიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხა. ხანძრის შედეგად არავინ  დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები და პოლიცია იყო  მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სოფლის მკვიდრების თქმით, ხანძრის დროს სახლში არავინ იყო და სახლი დროებით დაკეტილი იყო.

ადგილზე ქობულეთის მერიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, მისი განმარტებით, მომხდარი შეფასდება და საჭიროების შემთხვევაში ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში