ხულოს საკრებულო დეპუტატმა დატოვა

27 ივნისი 2024, 18:02 453 ნახვა

ხულოს საკრებულოში ცვლილებებია. საკრებულო ერთმა დეპუტატმა დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი ჩაიბარა. დეპუტატებმა მას უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტეს მოადგილედ კი მოქმედი დეპუტატი აირჩიეს. სიიდან ახალ დეპუტატს ცესკო დანიშნავს, რაც პროცედურებთან არის დაკავშირებული. ამ დროისთვის მმართველ გუნდში დეპუტატის პოზიცია ვაკანტურია. დღესვე დაამტკიცეს ხულოს ბაგირგზის გაუქმებისა და შპს ,,ხულოს ავტოტრანსპორტის" შექმნის საკითხიც, რომლის მიხედვითაც მერიის დაქვემდებარებული აიპი ახლადშეძენილ ავტობუსების გადაადგილებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში