ეროვნული ნაკრების ევროპული ზღაპარი გრძელდება

27 ივნისი 2024, 19:49 536 ნახვა

26 ივნისი 2024 წელი, დღე რომელმაც მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გააერთიანა, იყო ბედნიერების ცრემლები, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ისმოდა ხმა, ხმა ენით აღუწერელი სიხარულის. უხაროდა ყველას, მათ ვინც მთელი ცხოვრება ფეხბურთის გულშემატკივარია და მათ ვისაც აქამდე ფეხბურთი არ აინტერესებდა, დიახ აქამდე რადგან ბოლო დროინდელმა სიხარულმა თავისუფლად გვათქმევინა რომ ფეხბურთი ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა და ახლა ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ საქართველოს.

წინ დიდი გზა გველოდება და უკვე ყველა დარწმუნებულია რომ ეს გზა აუცილებლად იქნება ჩვენი გამარჯვების. ახლა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ცდილობს, გერმანიის მიმართულებით კიდევ ერთხელ შეიძინოს ბილეთები და 30 ივნისს, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს სტადიონიდან, ისინი ვინც წასვლას ვერ მოვახერხებთ, უკვე ტრადიციულად ვეცდებით საქართველოდან კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში