სასკოლო თეატრების ფესტივალი ქობულეთში

28 ივნისი 2024, 10:03 566 ნახვა

"ქალაქში უცხო მოვიდა" - ამ სახელწოდების საბავშვო სპექტაკლი დაიდგა ქობულეთის კულტურის სახლში. პრემიერას მაყურებლის ოვაციები მოჰყვა.

სპექტაკლები ქობულეთის სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც 6 საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. 

როგორც მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, შესაძლებელია სამომავლოდ გაგრძელდეს ეს პროექტი, რადგან ის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა თაობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას ემსახურება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში