ევროპული საბჭოს დასკვნა

28 ივნისი 2024, 10:44 368 ნახვა

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯებისთვის უკან დახევას“  – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული.    

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადონ თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას.  ევროპული საბჭო  ასევე მოუწოდებს   ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ამ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნების აქტიური გრძელვადიანი და მოკლევადიანი მონიტორინგი.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. - აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში. ევროპულ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში