ბათუმის საკრებულოს სხდომა

28 ივნისი 2024, 11:44 388 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მომდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე მსჯელობენ, მათი დიდი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა.

საკითხების განხილვამდე გაკეთდა განცხადებები, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე. ამის შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე ტურისტულ სეზონზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც, მათი თქმით, მოუწესრიგებელია. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აუცილებელია სპეციალური შტაბის შექმნა, რომელიც მყისიერად მოახდენს რეაგირებას ლოკალურ ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე.

სიტყვით გამოვიდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც, ფეხბურთის გარდა მათ ასევე ისაუბრეს ტურისტულ სეზონზე და ახალ ატრაქციებზე, ასევე განახლებულ ჟიული შარტავას ხეივანზე.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების შესაძლო გაფართოებასაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში