პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

28 ივნისი 2024, 17:46 406 ნახვა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. კონსტიტუციის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

„კოლეგებო, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დასრულებული და ამოწურულია. დღეს ივნისის ბოლო პარასკევია, აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებოდნენ როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში