ღირსეული ლიდერის გამოსვლა - ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ მინისტრის ანგარიშს საქართველოს პარლამენტში.
თორნიკე რიჟვაძის თქმით ანგარიში სრულად მოიცავდა როგორც მიღწევებს, ასევე გამოწვევებს რაც ქვეყნის წინაში დგას. მთავრობის თავმჯდომარემ ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს სიმართლისთვის თვალის გასწორება უჭირთ.