ლევილის ქართული ფესტივალის მე-6 კვირა დაიწყო

30 ივნისი 2024, 14:55 424 ნახვა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება.

საფესტივალო კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და დღესასწაული ფოლკორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა.

სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუჭული“ რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ხრიდოლის ოსტატებმა სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს.

ფესტივალის სტუმრები შეხვდნენ კალიგრაფ გიორგი სისაურს, რომელმაც ქართული დამწერლობის მასტერკლასები ჩაატარა. ცნობისთვის 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში