ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ხვალ საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

01 ივლისი 2024, 22:22 527 ნახვა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით 2 ივლისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიები 22:00 საათზე დაიწყება.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე  – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან 2 ივლისს, დილით დაბრუნდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში