საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

02 ივლისი 2024, 12:08 517 ნახვა

ევროპული ზღაპრის გაგრძელება  თბილისში. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. საყვარელ ფეხბურთელებს ასობით გულშემატკივარი აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე ელოდა,  რომ კიდევ ერთხელ ეთქვათ - მადლობა თავგანწირვისთვის, ბოლო წუთამდე ბრძოლისთვის და ახალი საფეხბურთო ისტორიისთვის. 

მართლაც მადლობა ემოციისთვის, გამარჯვების  რწმენის დაბრუნებისთვის და თავდადებისთვის.  ამ ყველაფერს ყველა თაობის გულშემატკივარი წლები  ველოდით, რომ ვითამაშებდით ევროპაზე.  ჩვენმა ნაკრებმა ევროპა აალაპარაკა.   

სადებიუტო ჩემპიონატზე, ჩემპიონატის მეოთხე თამაშზე,  ესპანეთთან  ბოლო წუთამდე იბრძოლა,  პირველივე ტაიმის მეჩვიდმეტე წუთზე ესპანელებს აუღებელი კარიც თავად ავაღებინეთ.  

ჩვენი ბიჭების თავდადებაზე იწერება ამ დრომდე გავლენიან უცხოურ გამოცემებში, წერენ, რომ საქართველო, რომელმაც უდიდესი შოკი გამოიწვია პორტუგალიის დამარცხებით, დააკლდება ჩემპიონატს. თუმცა ყველაფერი წინ არის, გზა დიდი გამარჯებისკენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში