ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები

03 ივლისი 2024, 13:26 383 ნახვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია. სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად. - წერია პარტიის განცხადებაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში