თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნები 

03 ივლისი 2024, 14:05 1170 ნახვა

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის 4-ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე აჭყვის არხი გასაწმენდია, რის გამოც უსიამოვნო, მძაფრი სუნი და მწერები აწუხებთ.

მოსახლეობის ინფორმაციით, მერიის შესაბამის სამსახურს მიმართეს, მაგრამ პრობლემა წლებია  მოუგვარებელია. ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ მოსახლეობის პრობლემა მათთვის ცნობილია და მდინარის არხი გუშინ გაიწმინდა.

საჭიროების შემთხვევაში განმეორებით ჩატარდება დასუფთავების ღონისძიებები. რაც შეეხება, მდინარის არხის რკინა-ბეტონის კონსტრუქციით დახურვას ეს საკითხი დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას".

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში