არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

04 ივლისი 2024, 14:03 428 ნახვა

23 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა ინიციატივები, რომლებიც  ეწინააღმდეგებიან  ევროკავშირის ღირებულებებს,    შეასრულოს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია და არ შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი.  

ამ ფორმით არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის საბჭოს განცხადებას ეხმაურებიან.  27 ივნისს გამართულ სხდომაზე  27 წევრი ქვეყნის ლიდერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წუხილი გამოთქვეს. აღნიშნეს, რომ კანონის მიღება 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში უკუსვლაა.

ამდენად არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია. 

23 ორგანიზაციის განცხადებას ქართულ ოცნებაში გამოხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში