საფეხბურთო ნაკრების განცხადება და გამოხმაურებები

05 ივლისი 2024, 11:04 386 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.

საკითხზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაში,  მათი განცხადებით, ფეხბურთელების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის დაუშვებელი. ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში