კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ფესტივალი ქალაქ ინეგოლში

05 ივლისი 2024, 18:01 457 ნახვა

ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქ  ინეგოლში  დღეს კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ფესტივალი იწყება.  თურქეთში უკვე იმყოფება  ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დიასპორასთან ურთიერთობის დეპატრამენტის უფროსი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  და დეპუტატები.

ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე მათ შეხვედრები გამართეს ბურსისა და ინეგოლის ხელმძღვანელ პირებთან.  შეხვდნენ ინეგოლის გამგებელს, რომელთანაც ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში  თურქეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ინეგოლში მცხოვრები ეთნიკური ქართველების,როლზე ისაუბრეს.

აღნიშნეს, რომ ისინი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდია არა მხოლოდ კულტურულ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ურთიერთობების გაღრმავებაა. ფესტივალი დღეს საღამოს თურქეთის დროით 21 საათზე გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ როგორც ქართული ისე თურქული ანსამბლები

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში