ოპოზიციის გეგმები

05 ივლისი 2024, 19:57 464 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უცნობია   ოპოზიციის გაერთიანების სტრატეგია. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გაერთიანებულია მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებელთან, თუმცა როგორც აანონსებენ პარტიის ყრილობაზე უფრო მეტი გახდება ცნობილი, თუ ვინ შეუერთდება გამარჯვების პლატფორმას. ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას, პარტია საქართველოსთვის და გირჩის წევრები ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებში არავის ქოლგის ქვეშ არ იქნებიან და დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებენ და მათ არ სჯერათ ოპოზიციის გაერთიანების.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში