კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის დღეები ინეგოლში

06 ივლისი 2024, 11:57 1255 ნახვა

კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის დღეები ინეგოლში გრძელდება. ეთნიკური ქართველების დაარსებული ფესტივალი თურქეთში გუშინ გვიან ღამით გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე თურქული ქორეოგრაფიული ანსამბლები. 

ტრადიციულად ქართულო ცეკვები  შეასრულეს ანსამბლ “ჩვენებურები”-ს წევრებმა . ანსამბლი,  კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ცენტრთან წლებია არსებობს და  რამდენიმე თაობას ითვლის.

ფესტივალზე ბათუმიდან ჩავიდა ანსამბლი “მთაწმინდა” და ასე დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. 

იყო სიტყვით მიმართვები და დაჯილდოვება. ფესტივალი ინეგოლში უკვე  24-ედ იმართება. იგი 2001 წელს ეთნიკურმა ქართველებმა დაარსეს და  ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად აქციეს.

მასში ყოველწლიურად ქართველებთან ერთად თურქული ანსამბლები და ინეგოლში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობებიც მონაწილეობენ.

ფესტივალის მეორე დღე ბაიარ შაჰინის შვილებს ყველასთვის ცნობილ “ სამ დას” დაეთმობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში