უვადოდ გადადებული ამერიკული სამხედრო სწავლება

06 ივლისი 2024, 20:03 452 ნახვა

რატომ გადაიდო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ აშშ-ს ელჩი თვლის რომ ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ეს იმის გამო ხდება, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გადახედვის პროცესშია და ოკეანისმიღმა პარტნიორი არაა კმაყოფილი, ზოგიერთი საჯარო მოხელის განცხადების სულისკვეთებით.

ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება განხილვის საგანი გახდა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, პრეზიდენტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და მდგომარეობის შეცვლისკენ მოუწოდებს, ქართულ-ოცნებაში კი ამბობენ რომ აშშ-მ დასანანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმც არსებობს თანამშრომლობის სხვა ფორმატებიც და 2025 წლისთვის წვრთნებია დაგეგმილი.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში