მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ხელოვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა - პატრიარქი ლიანა ისაკაძეზე

07 ივლისი 2024, 14:23 422 ნახვა

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას [ისაკაძე] უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„დიდია ყველას გულისტკივილი ქ-ნ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა. სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ქართველ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს, დღეს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში