ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესია

08 ივლისი 2024, 10:04 386 ნახვა

კანადაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიას ესწრებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი. პარლამენტის წევრებმა ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და საპარლამენტო საკითხთა კომიტეტების მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე გაკეთდა მოხსენებები წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართვისას რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საპარლამენტო საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო საკითხების შესახებ ისაუბრა ანტონ ობოლაშვილმა.

გარდა ამისა, კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს მოხსენების პროექტი თემაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. რეზოლუციის პროექტს ოფიციალურად პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში