გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი

08 ივლისი 2024, 14:01 353 ნახვა

ვის წარადგენს საპროკურორო საბჭო ახალ გენერალურ პროკურორად? კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება -  საკუთარი ხედვები გიორგი გაბიტაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. კანდიდატმა ისაუბრა ინსტიტუციური განვითარებისა და საპროკურორო საქმიანობის  ხარისხის ამაღლებაზე. ერთერთ პრიორიტეტად დაასახელა დაზარალებულთა უფლებების დაცვა, მათთან სწორი და დროული კომუნიკაცია. მის პრიორიტეტებს შორისაა თაღლითობისა და კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლა.

საბჭოში გენერალური პროკურორობის სულ 11 კანდიდატურაა წარდგენილი, მათგან 4-ს უკვე მოუსმინეს. საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს წარდგენილთაგან ერთ-ერთი თანამდებობაზე. გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ვაკანტურია.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეწყვიტა.

მმართველი გუნდი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მიაჩნიათ, რომ  ქვეყნის გენერალური პროკურორის გარეშე დატოვება უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში