საჩვენებელი სწავლება

11 ივლისი 2024, 10:38 374 ნახვა

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა.   

ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და   მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. 

„პარტნიორი-2024“ ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში   თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით  ტარდება. 

სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულები არიან პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში