იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება

11 ივლისი 2024, 11:10 405 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეებს გიორგი ბურჯანაძეს, დიმიტრი გაბუნიას, მანუჩარ კაკოჩაშვილს, კახა წიქარიშვილსა და თამარ ალფაიძეს კომისია ეტაპობრივად გაესაუბრება.

კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები უკვე გაწერილია. ეს კრიტერიუმები ემთხვევა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მოსამართლეთა თანამდებობებზე განწესების კრიტერიუმებს.

ერთ-ერთი კი არის კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მოსამართლესთან დაკავშირებით. მეორე კრიტერიუმი არის კონკურსანტის პროფესიონალიზმი, ანუ კვალიფიკაცია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლი.  საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში15 წევრია, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე.   ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს კი პარლამენტი ამტკიცებს.  

პრეზიდენტის დანიშნულ წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში