ნატო-ს სამიტის დეკლარაცია

11 ივლისი 2024, 13:40 461 ნახვა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – აღნიშნულია დეკლარაციის მე-17 პუნქტში.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატო მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული რეგიონები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ნატო რჩება მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში