MEGOBARI ACT კონგრესის ქვედა პალატაში გადადის დასამტკიცებლად

11 ივლისი 2024, 19:48 437 ნახვა

41 მომხრე, 6 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „MEGOBARI აქტი" მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. ამის შემდეგ კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაში გადადის განსახილველად.

იმისთვის, რომ კანონი დამტკიცდეს და აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნოს, საჭიროა, რომ დოკუმენტი როგორც პალატამ, ასევე სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღონ. MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მიღებულ კანონზე უარს იტყვის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში