ნატო-ს სამიტი იყო ძალიან შედეგიანი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძლიერი ერთიანობა - ილია დარჩიაშვილი

12 ივლისი 2024, 11:18 394 ნახვა

ნატოს საიუბილეო სამიტი შეაჯამა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში, ყველა მაღალი დონის ფორმატით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა და შესაძლებლობა ჰქონდა კოლეგებთან ესაუბრა ორმხრივ ურთიერთობებზე და ზოგადად, გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან, ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, ნატო-ს კომუნიკეში კი საქართველოს კომპონენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, უამრავი გამოწვევა აქვს და ხელისუფლება ცდილობს, აქტიურად მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების კოორდინაცია და მობილიზება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში