ბათუმის საკრებულოს სხდომა

12 ივლისი 2024, 12:08 436 ნახვა

სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვნის დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

საკითხზე განცხადება აკაკი გვიანიძემ გააკეთა, რომელმაც კონტროლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ის ''ქართული ოცნების'' დეპუტატებმა დემაგოგიაში დაადანაშაულეს.

დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მომხდარი კომპანიის პასუხისმგებლობაა და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ასევე განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის ფლანგიდან კა 2 კოეფიციენტის მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე ხმაური მოჰყვა ნატალია ძიძიგურის განცხადებას ქალი დეპუტატების მიმართ ბულინგთან დაკავშირებით.

დღეს საკრებულოს სხდომაზე 11 საკითხზე უნდა იმსჯელონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში