დღეიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება

12 ივლისი 2024, 10:32 2920 ნახვა

დღეიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. სამგზავრო ავტობუსი შუახევი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღე იმოძრავებს,  მგზავრობის ტარიფი 4 ლარია.  

შშმ პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მეუღლე და შვილები, სტუდენტები და 6 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ. ავტობუსი უკვე მოძრაობს ხულოსა და ქედაში.

ევრო 5-ის  სტანდარტის ავტობუსი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში