ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს

12 ივლისი 2024, 15:04 409 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის  იყო ბიუჯეტი. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა, თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა  და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა კა ორი კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით.  

პარტია ‘’ახალის’’ წევრი აცხადებს, რომ კორუფციულ რისკებს ხედავს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ რომ განსახილველი  კონცეფციები ავარიულ სახლებს უკავშირდება. K2 კოეფიციენტის გაზრდა კი სტანდარტების  დაცვის შემთხვევაში  მოხდება. ასევე დაისვა კითხვა სად არის განაშენიანების გეგმა.

როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ პირველად კონცეპტუალურ  ნაწილს საკრებულოში დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ელოდებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში