ანრი ტაბაღუას პერსონალური ფოტოგამოფენა ბათუმში

13 ივლისი 2024, 12:18 653 ნახვა

ანრი ტაბაღუას პერსონალური ფოტოგამოფენა ბათუმში - ბათუმელი ფოტოგრაფი გასულ წელს დაიღუპა. ა

ხალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ადგილიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას, მისი შემოქმედება ცნობილი და პოპულარული იყო.

ანრის ფოტოგრაფიაში ნათლად ისახება მისი ხასიათი – გულწრფელობა, სილაღე, ღრმა ფიქრი და სევდა.

ფოტოგამოფენა ანრის მეგობრების ორგანიზებით მოეწყო, მათი თქმით „მისი ფოტოარქივიდან ის ნამუშევრები შეირჩა, რომლებიც, ზუსტად ასახავს იმ სიცარიელესა და დანაკარგის გრძნობას, რომელიც ანრის წასვლით ყველას ცხოვრებაში დარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში