აშშ კვლავინდებურად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოვუწოდებთ მთავრობას, დააკორექტიროს კურსი - უზრა ზეია

13 ივლისი 2024, 12:38 311 ნახვა

აშშ, კვლავინდებურად, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კურსი დააკორექტიროს.

„აზრთა გულწრფელი მიმოცვლა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონითა და რიტორიკით, რომელიც ძირს უთხრის მათ გზას ევროკავშირისკენ და ურთიერთობებს აშშ-თან.

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დააკორექტიროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მისწრაფება საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – წერს უზრა ზეია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში