“სანდასუფთავების” დაკარგული ტექნიკა ნაპოვნია

03 აპრილი 2017, 00:00 3617 ნახვა

ქობულეთის  ,,სანდასუფთავების”  სამსახურში დაკარგულ ნივთებზე გამოძიება 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, თუმცა სამსახურის დირექტორის თქმით,  ნივთები ყოფილმა ხელმძღვანელმა უკვე დააბრუნა და სამართალწარმოება შეწყდა. სულიკო ბლადაძის ინფორმაციით,  რაულ ჩელებაძემ ნივთები ხელოსანს შესაკეთებლად მიუტანა.  ბლადაძემ სამართალდამცავ ორგანოებს მას შემდეგ მიმართა, როცა აღმოაჩინა, რომ  დაახლოებით 2 ათას 500 ლარის  ღირებულების  ნივთები იყო  დაკარგული,  მათ შორის იყო ტელევიზორი, პრინტერი, მაღალი წნევის მქონე საწმენდი  ანუ  ,,კერხერი” და  კუთხსახეხი ტექნიკა ანუ ''ბალგარკა''. 

ამავე კატეგორიაში