ჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ ხდება ამხელა ზეწოლა ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით -

13 ივლისი 2024, 16:26 350 ნახვა

ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით - რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი უწოდა.

„ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მანამდე იყო კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომელსაც, ასევე, არასამართლიანად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იგივე ხდება დღეს. არაფერი განსაკუთრებული.

 

რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო. ეს არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება ნათლად ხედავს არსებულ ვითარებას, პროცესებს, თუ რა პროცესები მიდის, იმ ზეწოლას, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირ ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ზეწოლები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით, პირდაპირი ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თუნდაც კანონი ავიღოთ, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან უწოდო იმას არადემოკრატიული და არაევროპული, რაც, მე როგორც თანამდებობის პირს მაქვს ვალდებულებად გამჭვირვალე ვიყო ჩემს ფინანსებში, წარვუდგინო ის საზოგადოებას. რატომ არ შეიძლება, იგივე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 

მე თუ დეკლარაციას ვავსებ ყოველწლიურად, ეს დემოკრატიული და ევროპულია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ავსებს დეკლარაციას, ეს არის თურმე არაევროპული და არადემოკრატიული. ცხადია აქ ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და საზოგადოება, მე ვფიქრობ, ძალიან კარგ ანალიზს გააკეთებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც ხდებოდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ექსტრემიზმთან, პირდაპირ დაკავშირებულია პოლარიზაციის გაღრმავებასთან, პირდაპირ დაკავშირებული იყო რევოლუციურ სცენარებთან.

 

გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ვატრენინგებთო და რეალობაში საუბარი მიდიოდა რევოლუციური პროცესების გაღვივებაზე. ამიტომ, ეს პროცესები რომ იყოს აცილებული თავიდან, აღნიშნული კანონპროექტი არის მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში