„გლობალური ომის პარტია“ მეთოდებს არ ცვლის, 21-ე საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს - ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:47 321 ნახვა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„„გლობალური ომის პარტია“ მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში