უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ დასრულდა

14 ივლისი 2024, 12:00 313 ნახვა

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

საჩვენებელი სწავლება დივერსიული მოქმედებების აღკვეთასა და შესაბამისი მხარდამჭერი მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა. სწავლება ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა.

საჩვენებელი სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე და წყალდიდობაზე რეაგირების ოპერაციებს მოიცავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში