“ქართულმა ოცნებამ'' არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევა წარადგინა

15 ივლისი 2024, 12:08 496 ნახვა

“ქართულმა ოცნებამ'' არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევა წარადგინა. გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო აქტს ხელი მოაწერა, 474-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ.

როგორც მიქანაძე აცხადებს კვლევით გაირკვა, რომ ორგანიზაციების 51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებ-გვერდი, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება, 89%-ს არ აქვს მითითებული გრანტების ოდენობა.

გარდა ამისა, ორგანიზაციების 80%-ს არა აქვს მითითებული პროექტების ან გრანტის ვადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში