26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

16 ივლისი 2024, 15:08 418 ნახვა

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება დასრულდა, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. 

რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, მათგან 9 პარტია უკვე რეგისტრირებულია, 19 კი რეგისტრაციის პროცედურებს  გადის. მათ პირველ აგვისტომდე 25 ათასი ამომრჩევლის სია უნდა წარადგინონ.

ამასთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე იმ პარტიებმა, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის არჩევნებზე და ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის  წევრები, განცხადებით ცესკოს  30 აგვისტომდე  უნდა  მიმართონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში