წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრიან

03 აპრილი 2017, 00:00 2727 ნახვა

209 კოლხური მუხა, 60 წაბლი და 3 კაკლის ხე – ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს ჭრიან. ნებართვა განკარგულებით საქართველოს მთავრობამ გასცა.

ხეებს “საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემა” ბათუმი-ახალციხის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ჭრის. კომპანია ვალდებულია ამოღებული ხე, აჭარის სატყეო სამმართველოს გადასცეს.

ხეების მოჭრას ადგილობრივები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტყის შესუსტებამ შესაძლოა მეწყრული პროცესები გაააქტიუროს.

ამავე კატეგორიაში