ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

17 ივლისი 2024, 16:02 495 ნახვა

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო.

რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენდა და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში