„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

18 ივლისი 2024, 10:19 358 ნახვა
 

ოპოზიციური პარტიების კიდევ ერთი კოალიცია წინასაარჩევნოდ. საარჩევნოდ პარტია "ლელო" ანა დოლიძის პარტიასთან "ხალხისთვის" და მოძრაობასთან "თავისუფლების მოედანი" გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ახალი პოლიტიკური გაერთიანების  ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნიან.  

პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში