ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

19 ივლისი 2024, 19:50 364 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში