რუბენ ოსტლუნდი საერთაშორისო კინოფესტივალზე „დალი“

20 ივლისი 2024, 14:47 416 ნახვა

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ გრძელდება. კინოფესტივალს შვედი კინორეჟისორი რუბენ ოსტლუნდი ესწრება. მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა სტუმრებისა და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჰაწვალზე მასტერკლასი ჩაატარა. ასევე,  სეტის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოთეატრში გრძელდება რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.

რაც შეეხება კონკურსს - დღეს ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა კინორეჟისორებმა საერთაშორისო ჟიურის საკუთარი იდეები და კინოპროექტები წარუდგინეს, შემდგომ კი უპასუხეს დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს გეგმებსა და კინოპროექტებთან დაკავშირებით. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში