ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, სასამართლოს მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს - პაპუაშვილი

20 ივლისი 2024, 16:49 378 ნახვა

ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის.

„ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს. მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიას აფინანსებს. დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“, -  წერს შალვა პაპუაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში