ამნისტიის სადავო კანონპროექტი

21 ივლისი 2024, 11:58 446 ნახვა

ქართული ოცნების მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც კვლავ სადავოა. ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა მას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს.

ხელისუფლების ოპონენტები ჰუმანურ აქტს არაჰუმანურს უწოდებენ, მმართველ პარტიაში კი ოპონენტების პოზიციებს არ იზიარებენ.  

ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და ჯამში სხვადასხვა ფორმით და ეფექტით სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმრების ერთ მესამედს შეეხება.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში