ავარიული შენობა ქობულეთში

23 ივლისი 2024, 14:03 573 ნახვა

ზედამხედველობის გარეშე მიტოვებული ავარიული შენობა ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე.  ნაგებობა წლების წინ სასტუმრო "ივერიის" სახელით იყო ცნობილი, ამჟამად კი  უფუნქციოდაა დარჩენილი და ადგილობრივების ინფორმაციით, ახლა  ტერიტორიa არასრულწლოვნების თავშეყრის ადგილია, სადაც არ არის დაცული  უსაფრთხოების ნორმები. მათი ინფრომაციით, რამდენიმე დღის წინ შენობიდან მოზარდი გადმოვარდა, რომელმაც სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. ამის გარდა  მიტოვებული შენობაში ხშირად ნაგავს ყრიან.

მოსახლეობა შენობის დემონტაჟს ან რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შეფუთვას ითხოვს.  

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ობიექტი  და მიმდებარე ტერიტორია კერძო მეპატრონის საკუთრებაშია.

მერიის სამსახურები ატარებენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძისბებს და ამ საკითხს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პირობების შეუსრულებლობის გამო მეპატრონე დააჯარიმეს კიდეც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში